შინგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ზენე იარენ ექში (ZENNE YAREN EKSHI) და გერენ უილმაზი (GEREN YILMAZ) არიან, რომლებმაც სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთ–საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს.
ისინი N1 სასაზღვრო სექტორის - სარფის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344–ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

















