ბორჯომში ორ მეცხრეკლასელს ეძებენ. მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ
და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
როგორც "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება მომხდართან დაკავშირებით მუშაობს.

















