logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფომ ტესტი ჩააბარა
არჩილ თალაკვაძე: ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფომ ტესტი ჩააბარა
13:03 06.06.2019
ხორავას ქუჩის საქმეში არსებულ ხარვეზებზე სახელმწიფომ პასუხი უმოკლეს დროში გასცა, დაიწყო საგამოძიებო მიმართულების რეფორმა, რომელზეც დადებითი დასკვნა ვენეციის კომისიამ გასცა,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, წინადადება, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც წერია რომ დაგვიანებით ჩატარდა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჩატარდა კონკრეტული მოქმედებები, საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ და სახელმწიფომ კი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა ხანში დაიწყო საგამოძიებო ფუნქციების და მიმართულების ძირეული რეფორმა.

,,საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ დაიწყო საგამოძიებო ფუნქციების და მიმართულების ძირეული რეფორმა, რომელზეც დადებითი დასკვნა გასცა ვენეციის წინადადება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც წერია რომ დაგვიანებით ჩატარდა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჩატარდა კონკრეტული მოქმედებები ეკუთვნის პარლამენტს და გვეკუთვნის ჩვენ. შესაბამისად ეს გარემოება დაადგინა პარლამენტმა და საგამოძიებო კომისიამ, რომელიც შევქმენით ჩვენ, უმრავლესობამ და სადაც ოპოზიციას დავუთმეთ მმართველი ფუნქცია ანუ ისინი იყვნენ ამ კომისიის უმრავლესობაში. ხარვეზებზე კონკრეტულად სახელმწიფოს პასუხი უმოკლეს დროში იყო, დაიწყო რეფორმა საგამოძიებო მიმართულების, ამაზე კანონპროექტი მზადაა, ინიცირებულია პროცესი, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადებითი მისცა, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფომ ნახა რომ ხარვეზები არის პროცესი და პასუხი ეს იყო. მეორე ნაწილში , სადაც უშუალოდ სამართლიანობის მიღწევას და მართლმსაჯულების განხორციელებას ეხება საქმე შედეგი გვაქვს ის, რომ ორივე ოჯახმა, ვინც სამწუხაროდ შვილები დაკარგეს, ორივე ოჯახს აქვს მეტი რწმენა, რომ სამართლიანობა არის დადგენილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა სახელმწიფო, რომლის უშუალო დავალებითაც მოკლეს ,,სანდრო გირგვლიანი“, შემდგომ კი სწორედ სახელმწიფო გაერთიანდა და გააყალბა და ჩაფარცხა ეს საქმე, იგნორი გაუკეთა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს. დღეს კი გვაქვს სახელმწიფო, სადაც კონკრეტულ საქმესთან , ,,ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის ტრაგიკული შემთხვევა მოზარდებს შორის და სადაც ნამდვილად არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ სახელმწიფომ ვინმე მოკლა, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის, სწორედ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უმრავლესობა ამ კომისიაში დაეთმო ოპოზიციას, სახელმწიფომ კი უმოკლეს დროში მოახდინა რეაგირება არსებულ გამოვლენილ ხარვეზებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა