სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა
და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
როგორც მოსამართლემ მერაბ ლომიძემ განაცხადა, დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა 10 აგვისტოს დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გარკვეულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.

















