logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბექა დოჭვირი: ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, მის უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება
ბექა დოჭვირი: ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, მის უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება
14:38 05.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა, სამინისტროს მიერ, პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ახალი კანონპროექტით, ცივი იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. ამჟამად კანონპროექტის განხილვა პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიმდინარეობს.

„დღეს არსებული რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს ცივი იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ მწირი. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და ვთვლით, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები ცივი იარაღის მიწოდებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მისი გაყიდვა მაგალითად, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბავშვის სათამაშოებთან ერთად.

შესაბამისად, იქნება ლიცენზია. მისი საფასური იქნება ძალიან მცირე - 100 ლარის ოდენობით. დაწესდება რეგულაციები, კონკრეტულ ადგილებზე და შენობებზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ პირმა შეძლოს ცივი იარაღით ვაჭრობა. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ, რომ მეწარმეები, რომლებიც დღეს ახორციელებენ ცივი იარაღის რეალიზაციას, დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი და კანონპროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებთან მიმართებაში მოხდეს ადაპტირება.

რაც შეეხება ცივი იარაღის ტარებას, ვამკაცრებთ აღნიშნულის მიმართულებითაც სანქციებს. დღეს თუ იყო, რომ ორი ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაეწერა სამართალდამცველ უწყებას პირისთვის, რომ შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა, შეიცვლება. პირი, როდესაც ერთხელ ჩაიდენს ასეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში მეორეჯერ აღმოვუჩენთ ცივ იარაღის უკანონოდ ტარებას, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აგრეთვე თავისუფლების აღკვეთა თუ იყო 6 თვის ვადით, სანქცია გაიზარდა და იქნება 1 წლის ვადით.

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, მას შემდეგ რაც კანონპროექტი იქნება მიღებული. აქვე ცალსახად მინდა აღვნიშნო, ეს რეგულაციები არ შეეხება, საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს, ანუ ისეთ ცივ იარაღს რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ანუ ახალი რეგულაციები შეეხება ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები ატარებენ, რომ სხვებს მიაყენონ ზიანი. მაგალითად, სლენგი რომ ვიხმაროთ, ე.წ. "ბაბოჩკა" დანები, ფიქსატორიანი დანები, რომლებიც თავისი დანიშნულებით არ გამოიყენება რაიმე სამეურნეო დანიშნულებით, ან მას არ გააჩნია სუვენირული დანიშნულება.“ - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა