logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: მწამს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩება
დავით მათიკაშვილი: მწამს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩება
14:54 04.06.2019
ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა, ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა - ამის შესახებ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შსს ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ გამოძიებას აწარმოებდა, მისთვის გამოყოფილი საქმის ნაწილში.

„როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა შექმნეს შესაბამისი სამართლებრივი სივრცე, რათა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა ერთ-ერთი პირის მიერ ჯგუფურად, თანამონაწილეობით მკვლელობა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ერთად ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული. შესაბამისად, აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კალანდია დააკავეს. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ მორალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადადგა მთავარი პროკურორი მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა კითხვას არ და ვერ გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობდა. ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა. ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული რევოლუციური სცენერებიც კი იწერებოდა. საზოგადოება ხელისუფლების განწყობებს და მოქმედებებს ძალიან კარგად ხედავს. რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისკენ არის მიმართული. ასევე ოპოზიციის ნაბიჯებს, რომელიც მუდამ ცდილობდა, ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა. ჩვენ ამ საქმეზე გამოძიების სრულად დამთავრებას დაველოდებით. ერთი ინსტანციის სასამართლო კიდევ არის დარჩენილი. მე ღრმად მწამს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა