logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მსჯავრდებულმა ქალმა წამების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
მსჯავრდებულმა ქალმა წამების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
13:38 30.05.2019
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებული ქალის, ქეთევან ხმალაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ქეთევან ხმალაძის დაკავებისას, რომელიც განხორციელდა 2016 წლის 13 იანვარს ქალაქ ახალციხეში, პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს წამება და არაადამიანური მოპყრობა.

დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: მე-3, მე-6, მე-13 და მე-14.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აღნიშნავენ, სახელმწიფომ ეფექტიანად ვერ უზრუნველყო გამოეძიებინა 2016 წელს ქეთევან ხმალაძის მიმართ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ჯანმრთელობაზე. ამასთან, სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო პირის დაზარალებულად ცნობა.

"სახელმწიფომ დღემდე ვერ შეიმუშავა ობიექტური გამოძიებისა და დაცვის მექანიზმი, რომლის მიზანი იქნებოდა წამების ეფექტიანი პრევენცია, მიუკერძოებელი გამოძიება და ეფექტიანი სამართლებრივი შედეგის დადგომა.

საქართველოს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშების თანახმად, 2015 წელს არსებითად გაზრდილია პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ სასტიკ ფიზიკურ ძალადობას ბრალის აღიარების მოტივით, არ ხდება სასჯელაღსრულებისა და პოლიციის განყოფილებებში ვიდეო მონიტორინგი, ძალადობის მსხვერპლის ჩვენება კი არასაკმარისად მიიჩნევა იმისათვის, რომ პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

დაკავებული პირების წამება და მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის მანკიერი პრაქტიკა აღწერილია ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტურ ფილმში „სამართალდამრღვევი სამართალდამცველები", ფილმში მასზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს მსჯავრდებული ქეთევან ხმალაძე.

აღნიშნულ საჩივარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამებას, ღირსებისშემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც განხორციელდა სწორედ აღიარებითი ჩვენების მიღების მოტივით.

ქეთევან ხმალაძეზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პოლიციის ათეულობით თანამშრომელმა დაკავებისას განახორციელა დამამაცირებელი, ღირსებისშემლახველი მოპყრობა და სასტიკი წამება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ასევე დაირღვა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციას.

ქეთევან ხმალაძეს, როგორც ქალს, აყენებდნენ შეურაცხყოფას კაცი სამართალდამცველები, რაც არ იქნა გამოძიებული.

მათ მიერ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები იყო შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი.

2019 წლის 23 მაისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მსხვერპლს საბოლოოდ ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო წამების მსხვერპლი ქალის დაზარალებულად ცნობა.

საქმეში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წამების მსხვერპლმა გამოიყენა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა მექანიზმი გამოძიების ორგანოებისა და საერთო/რაიონული სასამართლეობის სახით"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადამიანების უფელბათა ცენტრი ავრცელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა