logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თემურ კუპატაძე: დღეს დილიდან დავით გარეჯში ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს
თემურ კუპატაძე: დღეს დილიდან დავით გარეჯში ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს
15:30 28.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თემურ კუპატაძემ, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, დღეს დილიდან, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ პერიმეტრის მონიტორინგს.

„დღეს დილიდან, ამ პერიმეტრზე, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს. ასევე, დილიდან გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო.

ასევე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არცერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე არ ამოსულა იქითა მხრიდან, არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“.

ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ინციდენტს, თემურ კუპატაძემ განაცხადა, რომ იყო მცირე ინციდენტი, რადგან იქ შეკრებილ ადამიანებს ტერიტორია ეგონათ დაკეტილი, თუმცა როდესაც დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის, მათ უკან დაბრუნდება გადაწყვიტეს.

„მცირე ინციდენტი იყო. ადამიანებს ეგონათ, რომ იყო დაკეტილი ეს ადგილები და მათ არ ექნებოდათ გადაადგილების უფლება, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ეს ასე არ ხდება - დამშვიდდნენ, მოილოცეს და ბრუნდებიან უკან“, - განაცხადა თემურ კუპატაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა