logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ლიეტუვის საგამოძიებო სამსახურებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვის საგამოძიებო სამსახურებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
11:08 25.05.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები, ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი.

შეხვედრის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ენტონი მიკულსკისმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა - “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყებას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ დოკუმენტს ხელი მოეწერა მხარეების მიერ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება და მეტი შედეგის მომტანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის”.

ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ენტონი მიკულსკისმა განაცხადა: “მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ სამართალდამცავ უწყებას შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა ორ უწყებას შორის, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც კონკრეტულ დადებით შედეგებს მოგვიტანს”

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიას, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან (OLAF) ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას, ხაზი გაესვა გამოძიების პროცესში სხვადასხვა საინფორმაციო ბაზების გამოყენების მნიშვნელობას, საქართველოს და ლიეტუვას კოლეგა უწყებების საქმიანობის სხვა ძირითად ასპექტებს, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის კონკრეტული მიმართულებები დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, ლიეტუვას რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა