დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" უშიშროების საბჭოში განუცხადეს, სხდომა პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში, 16.00 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის რა საკითხებს განიხილავენ საბჭოს წევრები.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამართვის შემდეგ, გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ მოითხოვა.
მისი თქმით, სწორედ სხდომაზე უნდა იქნეს განხილული რა მოჰყვება რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას და რა არგუმენტები აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი დღეს დაგეგმილ სხდომაზე.

















