logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
16:12 24.05.2019
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ წარადგინა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასევე, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის საფუძველზე, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაცია მოეხდინა გარკვეული ვადების დაცვით.

წარმოდგენილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირში შემოქმედი 5 დირექტივისა და ერთი რეგულაციის იმპლემენტაციას საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკის სფეროს ევროკავშირში. ეს არის ადაპტირებული დირექტივები ვინაიდან, ევროკავშირმა მოგვცა საშუალება, რომ ენერგეტიკული გაერთიანების პლატფორმაზე განხორციელებულიყო საქართველოსთვის შეძლებისდაგვარად მორგებული პირობებით ამ დირექტივების და რეგულაციის გადმოტანა“, - აღნიშნა მომხსენებელმა საკითხის წარდგენისას.

ევროკავშირის სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ამავე დროს მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ქონებრივი გამიჯვნის საკითხები.

„ვინაიდან გადაცემის ქსელიც და განაწილების ქსელიც ეს არის მონოპოლიური წარმონაქმნები, მათ უნდა ჰყავდეთ დამოუკიდებელი ოპერატორი, რომელიც ვალდებული იქნება თავის ქსელში დაუშვას ნებისმიერი მიმწოდებელი არადისკრიმინაციული პირობებით, საჯაროდ და ტრანსპარენტულ ბაზაზე“, - განაცხადა ზაზა ჩიხრაძემ.

კანონპროექტი აწესებს გარკვეულ ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის და ასევე, განაწილების სისტემის ოპერატორების გამიჯვნა.

ახალი კანონმდებლობით გადაცემის ლიცენზიატებისთვის შემოთავაზებულია გამიჯვნის ორი მოდელი:

გადამცემი სისტემის ოპერატორი

დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი.

არსებული ლიცენზიატების მიერ გამიჯვნის შესაბამისი მოდელის შერჩევისა და მისი განხორციელებისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ვადას.

გამიჯვნის დადასტურება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ სათანადო სერტიფიცირების გზით, რომლის შემდეგაც გაიცემა ერთი გადაცემის ლიცენზია მხოლოდ ოპერატორზე, ნაცვლად დღეს არსებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა და სამი გადაცემის ლიცენზიისა.

კანონპროექტით, ხდება საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცება, რომლის მიერ განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით მოხდება შესაბამისი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირება და ბაზრის წესების დამტკიცება კომისიის მიერ. იგივე კონცეფცია გაითვალისწინებს ბაზრის გახსნის ეტაპებს, რათა მაქსიმალურად მოქნილი იყოს თავისუფალ ბაზარზე გადასვლის პროცესი და მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული საწყის ეტაპზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენები.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნას.

კანონპროექტის მიზანია ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა მან განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას.

პროექტით, შემოდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ცნება, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებით, თუ იგი მიმწოდებლის გაუქმების ან სხვა გარემოებების გამო დარჩება მიმწოდებლის გარეშე.

ამასთან, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება ბაზრის გახსნის შესაბამისი ეტაპის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს ის კრიტერიუმები (ასევე მათი ამოქმედების ვადები), რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც სავალდებულოდ უნდა იყვნენ კვალიფიციური მომხმარებლები.

კანონპროექტით ასევე, შემოდის გაზსაცავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების მარეგულირებელი დებულებები გადმოტანილ იქნა კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, რომელზეც ქსელის წესების გარდა (რაც დღესაც მისი ფუნქციაა) დელეგირდება ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება.

აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის გაუქმებას, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ცნობს მხოლოდ გადაცემის ლიცენზიას რომელიც გაიცემა მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. ასევე ხსენებული კანონპროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე კანონპროექტით შემოდის:

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია;

ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია;

ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია;

ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „ნავთობისა და გაზის შესახებ“; „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“; „კონკურენციის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებში.

გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა