პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხდა, სასამართლომ საჩივარი 48 საათში უნდა განიხილოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 11 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 20 43 827 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მან ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხდოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.

















