logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლონდა თოლორაია: შსს-ში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა
ლონდა თოლორაია: შსს-ში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა
14:57 24.05.2019
პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აუდიტის ანგარიში "ოჯახში ძალადობისგან დაცვასა და პრევენციის მექანიზმებზე".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, აუდიტის დასკვნის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში აუდიტის დასკვნაში ბევრი პოზიტივის შესახებ იყო აღნიშნული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გადაიდგა ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი, შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, გაიზარდა მომართვიანობა - რაც ასევე პოზიტივია, რადგან ადამიანებმა ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ასევე, შემცირებულია ქალთა მკვლელობების რაოდენობა, თუმცა, აუდიტის სამსახურმა მოგვცა რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაუმჯობესებას. ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ავიღეთ გარკვეული ვადა, რათა დავასრულოთ ეს პროცესები.

რეკომენდაციები ეხება აღრიცხვიანობის ბაზების მოწესრიგებას, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ასევე ეხება, მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევების საკითხის კიდევ უფრო კარგად დარეგულირებას - ეს საკითხი საკმაოდ რთული საკითხია. რეკომენდაცია არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე ყოველთვის გავიყვანოთ სახლიდან და მსხვერპლი დავტოვოთ სახლში, თუმცა ასე ხისტად ამ რეკომენდაციის განხორციელება პრაქტიკაში ვერ მოხდება, რადგან დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რომელი იქნება უმჯობესი - გამოვიდეს მოძალადე და მან დატოვოს საცხოვრებელი, თუ მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანა არის საჭირო.

არასრულწლოვნებთან მიმართებით კი პოზიტივია ის რომ, თავად არასრულწლოვნებმა, წინა წელთან შედარებით, აქტიურად დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომართვა. თუ წინა წლებში ეს მომართვიანობა იყო საკმაოდ დაბალი, წელს არის გაზრდილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, არამარტო ბავშვების, არამედ მშობლების და ზოგადად ასეთი ტიპის დანაშაულებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. დამნაშავის დასჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაცია ჰქონდეთ დანაშაულის ჩადენიდან დაუყოვნებლივ, არა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, რაც ცხადია მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს ძალიან ართულებს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა