logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალური შევიწროებაზე: საჭირო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი
ლონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალური შევიწროებაზე: საჭირო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი
17:22 23.05.2019
დღეს სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ ლექტორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შესახებ. ლონდა თოლორაიას თქმით, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი დადგება.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი შევიდა ძალაში, რომლის ერთ-ერთი აღმასრულებელი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება კანონის აღსრულება იმ შემთხვევაში, როდესაც სექსუალური შევიწროება ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ როგორც გამომძიებელთა ცნობიერების ამაღლება ახალი კანონმდებლობის შესახებ, ასევე, დავიწყეთ მათი შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და როგორც თქვენთვის ცნობილია ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი.

როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსრულებას ექვემდებარება შევიწროება, როდესაც იგი საზოგადოებრივ ადგილას არის ჩადენილი. თუ გამოძიებით გამოიკვეთება, რომ ეს შევიწროება სწორედ ამ ადგილას არის ჩადენილი, მაშინ ცხადია ამაზე რეაგირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიგზავნება იმ ორგანოში, რომელმაც ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ასევე, რადგან გამოძიება დაწყებულია, ნიშნავს იმას, რომ თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.

რაც შეეხება მოძალადისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამის მიხედით განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ იქნება ეს ადმინისტრაციული გადაცდომა.

„ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტა რთულია იმიტომ, რომ იქნება ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ იქნება ეს ადმინისტრაციული გადაცდომა, სწორედ ამის გამიჯვნის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა