ცოტა ხნის წინ ზუგდიდში სამართალდამცველებმა ნაცმოძრაობის აქტივისტები
დააკავეს. დაკავებულები პოლიციელებმა ზუგდიდის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, კობა ნაყოფიას თქმით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
"არ ვიცი, რაზე დააკავეს. ერთ-ერთი, ნიკა გაბელაია, არის არასრულწლოვანი და სწორედ ამიტომ მოვედი. დაკავების მიზეზი არ ვიცი, თუმცა დაკავებულები არიან უკანონოდ. შევალ და გავარკვევ ყველაფერს", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

















