სუფსაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტელემედიის ცნობით ჩქაროსნული მატარებელი ჟიგულის მარკის ავტომანქანას
შეეჯახა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა.
მათგან მეათეკლასელი გოგონა და დედამისი ადგილზე დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი კი, რომელიც გარდაცვლილთა მეზობელი იყო, მძიმე მდგომარეობით ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულს ამ დროისთვის საჭირო მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

















