logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერია კომპანია „ნილს“ გაფრთხილებას აძლევს
თბილისის მერია კომპანია „ნილს“ გაფრთხილებას აძლევს
16:39 17.05.2019
დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია "ნილს" ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, "ნილის" მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი - საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტას გამოიწვევს.

"თბილისის მერიისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები და აღსაზრდელების კვება უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევცვალეთ მენიუ იმგვარად, რომ მოვარგეთ საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, მენიუს შედგენისას, გავითვალისწინეთ UNIჩEF-ის ყველა რეკომენდაცია, ასევე, მთავრობის 487-ე დადგენილება. გამოცხადდა შესაბამისი ტენდერი, რომელშიც კომპანია "ნილმა" გაიმარჯვა და წლის განმავლობაში, საბავშვო ბაგა-ბაღების პროდუქტით მომარაგებას ის ახორციელებდა. ჩვენი მხრიდან, ერთი მხრივ, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა, თუმცა ამასთანავე, ტარდებოდა ძალიან სერიოზული მონიტორინგი, რათა პროდუქცია იყოს ხარისხიანი, მიწოდება - დროული, ხოლო პორციები - ადეკვატური.

ამ მიზნით, მათ მერიის შიდა აუდიტის საშუალებით ვამოწმებთ, ასევე, მოწმდება თბილისის საკრებულოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ. წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "ნილს" ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო.

იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი - საერთოდ არმიტანაში გამოიხატა. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები, ასევე, კომპანია "ნილმაც" იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ბავშვები იკვებებოდნენ ხარისხიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ რეჟიმში ვერც ჩვენ, ვერც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და ვერც თავად ბაღები დიდხანს ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ძალიან სტრესული რეჟიმია.

კვირის დასაწყისში გამოვაცხადეთ, რომ ამ კვირაში "ნილის" მოქმედებას დავაკვირდებოდით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვერანაირი გაუმჯობესება მათ საქმიანობაში ვერ დავინახეთ. დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა