logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა
13:07 17.05.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ორი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის და ჯონი ბაბილოძის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და ხელისუფლების მოქმედებებს აქტიურად აპროტესტებდა. სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯის და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით, იგი 2007 წლის 26 ოქტომბერს, "სოდ" - ის თანამშრომლებმა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე დააკავეს, რა დროსაც ავტომანქანასა და საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი" ჩაუდეს. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მერაბ რატიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით) და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან საპატიმრო დაწესებულება 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ დატოვა.

ახალი დეპარტრამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა "სოდ"-ის თანამშრომლების არალეგიტიმური დაინტერესება მერაბ რატიშვილის მიმართ, რამაც განაპირობა მის საქმეში მტკიცებულებების ხელოვნურად მოპოვება და შემდგომში უკანონო მსჯავრდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძეს, რომელიც იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის უფროსის თანამდებობას, 2008 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჯონი ბაბილოძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წელს გაასამართლა. მას მსჯავრი დაედო, თითქოს მან, როგორც რეგიონალური საბაჟო "დასავლეთის" უფროსმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მასთან დაახლოებული სამეწარმეო სუბიექტების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძეს მიერ თითოეულ, კონკრეტულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც იგი მოიაზრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრად და მისი დაკავება უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.

ორივე პოლიტპატიმრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 59 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა