logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს
10:19 17.05.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით მიღებულ შედეგებს აქვეყნებს.

"ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ შორის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, 2018-2019 წლებში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა:

✓ გადამზადდნენ გამომძიებელები და პოლიციის მენეჯერები დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და მსხვერპლთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე;

✓ შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე;

✓ ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რაც სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება;

✓ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით;

✓ ამჟამად, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით;

✓ გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები.

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული (2017 წელთან შედარებით).

დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი დადებითად იქნა შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ. აღნიშნული უწყების მიერ მიღებულ რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით.

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის პრევენციის ღონისძიებებსა თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა