2019 წლის 16 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მრგვალი მაგიდა გამართა, რომელზეც
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრები განიხილეს.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა არსებული მდგომარეობა შეაფასეს და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს. ღონისძიებას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძე უძღვებოდა.

















