logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას Summer Job-ის საკითხის მიკერძოებულად განიხილვაში ადანაშაულებენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას Summer Job-ის საკითხის მიკერძოებულად განიხილვაში ადანაშაულებენ
14:32 12.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას Summer Job-ის საკითხის მიკერძოებულად განხილვაში ადანაშაულებს. როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო  ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვას, მას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს.
ადვოკატების ინფორმაცით, ამის შესახებ კომისიის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი, რომელსაც ხელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თამარ კინწურაშვილი აწერს.
„კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 7 ივნისს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბატონ დიმიტრი შაშკინს არც პირდაპირი, არც ირიბი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ დასაქმების პროგრამა მმართველი პარტიის ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობდა. სამინისტრომ აღნიშნული პროექტის მიმართ სტუდენტების მზარდი ინტერესის გამო მიიღო გადაწყვეტილება იგი საერთო ნაციონალური მასშტაბით განეხორციელებინა და მომავალშიც გეგმავს მის განხორციელებას. რაც შეეხება წერილში მითითებულ მეორე საკითხს, გაცნობებთ რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტს, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
2010 წელს ამ მიზნით ასიგნებები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო, 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან, ხოლო 2012 წელს კი როგორც სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. რიგ შემთხვევაში, ეს თანხები სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა, გარკვეულ შემთხვევაში პედაგოგთა სტიმულირების მიზნით პრემიებს, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავებას და სხვა ღონისძიებებს“ – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის წერილში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა