სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
საუბარი საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო, ხაზი გაესვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

















