logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„გაჩნდა ეჭვები, რომ პატიმრების ამოკვეთილ ორგანოებს გარკვეული პრეპარატების დასამზადებლად იყენებდნენ....“
„გაჩნდა ეჭვები, რომ პატიმრების ამოკვეთილ ორგანოებს გარკვეული პრეპარატების დასამზადებლად იყენებდნენ....“
15:17 13.05.2019
„ფრთხილად, არ გაგფატრონ!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, თუ რა კავშირი აქვს ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით ზუგდიდში დაკავებულ იულია სუსლიაკს ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან.

ამასთან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვთან ერთად შევიდა, საქართველოში კი 10 ბავშვით ჩამოვიდა.

„ქალმა გამოძიებას განუცხადა, რომ ჩვილი მოსკოვის აბაზანაში ბანაობისას დაეხრჩო, თუმცა სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ სუსლიაკმა ბავშვი მოსკოვში გაყიდა. გარდა ამისა, ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში მყოფი იულია სუსლიაკის საბანკო ანგარიშებზე საეჭვო ფინანსური ტრანზაქციები დააფიქსირეს, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ ქალი მიმალვას გეგმავდა. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ იულია სუსლიაკი თავის ქმართან – იური სუსლიაკთან ერთად, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ბავშვების ორგანოებით ვაჭრობდა.

არსებობს ერთი სერიოზული და ძალიან საეჭვო „მაგრამ“, რომელშიც შესაძლოა, “ძაღლის თავი იყოს დამარხული”.

კერძოდ, იულის სუსლიაკი, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ქმართან ჩასვლას აპირებდა – ჯერ უკრაინიდან რუსეთში და შემდეგ რუსეთიდან საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში რატომ ჩამოვიდა, როცა რუსეთის ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, ზედ აფხაზეთის საზღვართან მდებარე სოჭიდან, გაცილებით მარტივად და მოკლე დროში შეეძლო სოხუმში გადასვლა? ქალმა, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვებითა და მათი ორგანოებით ვაჭრობდა, დროებით საცხოვრებლად მაინცდამაინც ზუგდიდი რატომ აირჩია, სადაც სანდრა რულოვსი რამდენიმე თვეა, ოფიციალურად ცხოვრობს. 10 ბავშვთან ერთად იულია სუსლიაკის ზუგდიდში ჩასვლა და ბინის დაქირავება მაინცდამაინც იმ დროს რატომ დაემთხვა, როცა რულოვსი ზუგდიდში გადასახლდა? რა კავშირი შეიძლება იყოს მცირეწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრიანელ ქალსა და ზუგდიდის მერობის კანდიდატს შორის, რომელიც პრესის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი? ჩვენს მკითხველს შეხსენება არ სჭირდება, რომ შავი ტრანსპლანტაციის დანაშაულებრივ ბიზნესში საკააშვილის ოჯახის, კერძოდ კი მისი ცოლის შესაძლო ჩართულობების შესახებ ქართულ პრესაში პირველად სწორედ „ ასავალ – დასავალი“ ალაპარაკდა და, იქედან მოყოლებული, რულოვსს საზოგადოების ერთი ნაწილი „ სანდრა მფატრავად“ მოიხსენიებს.

რულოვსის მიერ ადამიანის ორგანოებით სავარაუდო ვაჭრობის შესახებ ჩვენი მასალები კონკრეტული რესპონდენტების – ყოფილი პატიმარი ქალების მონათხრობ ისტორიებს ეფუძნებოდა, რომელთა თანახმადაც სააკაშვილის საპყრობილეებში მსჯავრდებულთათვის ცრუ დიაგნოზის დასმის, არასაჭირო ქირურგიული ჩარევისა და ჯანმრთელი ორგანოების ამოჭრის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

მაგალითად, ყოფილმა პატიმარმა ხათუნა ჯანაშვილმა 2013 წელს ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: არანაირი მკურნალობა ხდებოდა და ყველა ქალი, ვისაც მცირე ჩივილი ჰქონდა, საოპერაციოდ გაჰყავდათ.

გასულ ზაფხულის კოლონიაში სადიაგნოსტიკო მანქანა მოიყვანეს, რომელსაც „სანდრას მანქანას’’ ვეძახდით. დაიწყეს მკერდისა და საშვილოსნოების გამოკვლევა.

700 ქალიდან 400 -ს „ დაუდგინეს“, რომ სასწრაფოდ საშვილოსნოს ამოკვეთა ესაჭიროებოდათ, მათ შორის სრულიად ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც შვილის გაჩენაზე ოცნებობდნენ. თითქმის ყველა ნაოპერაციებ ქალს ჭრილობა გაურთულდა. პატიმარი ქალები სადიაგნოსტიკო სპეცავტომობილს „ სანდრას მანქანას“ იმიტომ ეძახდნენ, რომ მსჯავრდებულთა გამოკვლევისა და მკურნალობის სამედიცინო პროგრამას საქართველოს მაშინდელი პირველი ლედი – სანდრა რულოვსი კურირებდა.

კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, პოლკოვნიკმა ქეთევან ზარნაძემ „ასავალ-დასავლისთვის“ 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„ქალებს მასობრივად დააჭრეს საკვერცხეები და საშვილოსნოები. არავინ იცის, რისთვის სჭირდებოდათ, რომელ გველეშაპს კვებავდნენ? გაჩნდა ეჭვები, რომ პატიმრების ამოკვეთილ ორგანოებს გარკვეული პრეპარატების დასამზადებლად იყენებდნენ. იმავდროულად, პატიმრებს იყენებდნენ, როგორც საცდელ ცხოველებს, რათა უცხოეთში შექმნილი მეთოდები და პრეპარატები ცოცხალ ადამიანებზე გამოეცადათ. თითოეულ ოპერაციაზე საკმაოდ დიდი თანხები იყო გაწერილი და რაც მეტ ოპერაციას გააკეთებდნენ, მით მეტი ფული დარჩებოდათ. აი, ამ დანაშაულებრივ პირამიდას სათავეში იდგა სანდრა რულოვსი“, – ამის შესახებ აღნიშნულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა