logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: 2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება -  CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ
ნათია მეზვრიშვილი: 2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება - CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ
11:04 11.05.2019
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა. მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას. ანგარიშისა და კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დეტალური განმარტება გააკეთა.

„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაიცა გახლავთ, ფაქტიურად იმისკენ მიმართული, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ფაქტიურად კიდევ უფრო კომფორტის ზონის შექმნისკენ, ვიდრე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ, როგორც მაგალითად ეს იყო გასულ წლებში. მაგალითს მოგიყვანთ - მაგალითად, ექიმების ნაწილში და სამედიცინო პუნქტების ნაწილში. CPT -ს წინა რეკომენდაცია იყო, რომ გაგვეზარდა ექიმების და სამედიცინო პუნქტების რაოდენობა იზოლატორებში. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი 18 იზოლატორი, სადაც მუდმივად ექიმები გვყავს დასაქმებული და სადაც სამედიცინო პუნქტები გვაქვს. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც 2019 წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ და იზოლატორი სრულად დავაკომპლექტოთ ექიმებით. ანალოგიურად არის რეკომენდაციები სხვა საკითხებთან მიმართებითაც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2018 წელს, 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და 2019 წლის დასაწყისში ეს პროცესი გრძელდება იმ იზოლატორების მინიმალურ რაოდენობაში, რაც დარჩენილია, ასევე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები. აი, ასეთი ტიპის რეკომენდაციებია, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არის რეკომენდაციები, არ დაგიმალავთ, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, მაგალითად, სველი წერტილების გატანა ზოგიერთი იზოლატორებიდან, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სველი წერტილები საკნებში. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრები და ადამიანური რესურსები და ის მშენებლობები, მაგალითად იგივე თბილისში, რაც უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის ეს დასრულდება - ეს რეკომენდაციები სრულად იქნება შესრულებული“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა