logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: მაქსიმალურად შეიზღუდება არასრულწლოვნების წვდომა ცივ იარაღზე
ნათია მეზვრიშვილი: მაქსიმალურად შეიზღუდება არასრულწლოვნების წვდომა ცივ იარაღზე
10:52 11.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროს მიერ ინიცირებული, ცივი იარაღის ახალი კანონის შესახებ დეტალური განმარტება გააკეთა.

„ცივ იარაღთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი იყო, რომლის გამოც საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გადავწყვიტეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტია, რომელსაც დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა და იმედია, რომ პარლამენტიც მხარს დაუჭერს. მიზანი გახლავთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურება.პრაქტიკაში პოლიცია არის მეტად აქტიური ცივი იარაღების ტარების გამოვლენის კუთხით. მაგალითად, მიმდინარე წელს, ჩვენ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად, ასობით ცივი იარაღი გვაქვს ამოღებული. გარდა ამისა, ეს გახლდათ საზოგადოების მოთხოვნა, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ. გამოვლენის მხრივ აქტიურობასთან ერთად, გადავწყვიტეთ ის ვაკუუმი შეგვევსო, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, განსაკუთრებით ცივი იარაღით ვაჭრობის მიმართულებით, გაყიდვის მიმართულებით. დღეს კანონით ისჯება ტარება, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით, მაგრამ გაყიდვის საკითხები სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რის გამოც ცივი იარაღი არის ადვილად ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის. ამიტომ ამ კანონპროექტის უპირველესი მიზანი გახლავთ ცივ იარაღზე არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს გაყიდვა შეუძლია ყველას და ამასთანავე ცივი იარაღი იყიდება ყველგან, მათ შორის სკოლების ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია არასრულწლოვნებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მას. ახალი კანონი გაყიდვის საკითხებს ა​რეგულირებს, აკრძალავს ცივი იარაღის გაყიდვას არასრულწლოვანზე, ასევე, გარკვეულ რისკ-ჯგუფებზე, მათ შორის მაგალითად ნასამართლევ პირებზე. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ტარებისთვის მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი სანქციები. ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები გაყიდვის ნაწილში არ ეხება საოჯახო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამას უკავშირდება - რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ დანებით დანაშაულის ჩადენის აბსოლუტური პრევენცია მოხდება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდება წვდომა ცივ იარაღზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა