logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლების მიერ ყალბი საბუთების გაცემასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას აკეთებს
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლების მიერ ყალბი საბუთების გაცემასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას აკეთებს
10:38 11.05.2019
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლების მიერ ყალბი საბუთების გაცემასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას აკეთებს. მერიის ცნობით, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, თუმცა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულ განცხადებაში, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები.
როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი.
თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს" - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა