logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება
გიორგი გახარიამ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება
16:49 10.05.2019
"მე ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც ჩანს სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და არ უნდა მიგვეღო. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო არა ინვესტორის ინტერესების დაცვიდან, არამედ ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, დღეს წარმოვადგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, ან არ უნდა აშენდეს - ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამ კომპეტენციაში მე არ შევალ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და ამ ხალხის უსაფრთხოება.

ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებდით იმ დღეს იქ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს, ჩვენ ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ მართლწესრიგის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ვაანალიზებთ ყველაფერს, როდის დაიწყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. აქ არ არის საუბარი ერთ დღეზე, აქ საუბარია ყველაფერ იმაზე რაც ამას უსწრებდა წინ. 4 თვე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი და ამ დასკვნებს ჩვენ წარვუდგენთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს კოლეგებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა