logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 43 827 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 43 827 ლარით დააჯარიმა
13:03 11.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 20 43 827 ლარი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხდოს,  ხოლო, მას სააპელაციო სასამართლოში 48 საათში შეუძლია გადაწვეტილების გასაჩივრება.
სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნანა დარასელიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 5 მლნ. 552 ათას 135 ლარიდან 4 მლნ. 48 ათას 765 ლარი დაუსაბუთებელ თანხად მიიჩნია.
ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ვიდეოფირი და ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ ივანიშვილის მიერ გამოტანილი თანხა დახარჯული არ არის და ნაღდი ფულის სახით კონკრეტულ მისამართზეა შენახული.
ივანიშვილის ადვოკატებმა სანდრო ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ აუდიტის სამსახურის წამომადგენლებს შეთავაზეს, რომ პირადად აჩვენებდნენ აღნიშნულ თანხას, რაზეც მათ უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ „ეს სხვა ფულია“.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერის პირადი ანგარიშებიდან ზემოთ აღნიშნული თანხის გარდა, სხვა საბანკო ოპერაცია არ არის დაფიქსირებული, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულება არ გაითვალისწინა და ივანიშვილი თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების ვარაუდით, თანხა, რომელიც ივანიშვილმა ნაღდი ფულის სახით თავისი ანგარიშებიდან გამოიტანა, მეორე პირის გამოყენებით კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს შემოწირულობის სახით გადაურიცხა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე მეორე პირის მიერ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს კონკრეტული მტკიცებულები არ წარუდგენია.
ივანიშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ნანა დარასელიას აცილება მოითხოვეს, თუმცა, სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.
სასამართლომ დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა გუშინ დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა