სუსის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა
პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც ის სამხილის ნამდვილობას უარყოფს.
მაჩალიკაშვილის განცადებით, ეს ყველაფერი არის „ფაბრიკაცია“ და მსგავსი საუბარი ძმისშვილთან არ ჰქონია.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა "რუსთავი 2" - თან საუბარში.
კითხვას, ელოდება თუ არა ის დაკავებას, მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ დასაკავებელი არაფერი აქვს, და თუ რამე ჩაიდინა, წელიწად-ნახევარია ქუჩაშია.
სუსმა დღეს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ესაუბრება და, ჩანაწერის თანახმად, განზრახული აქვს ტერორისტული აქტის ჩადენა.

















