სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი
ფიცხელაური დაინიშნა - ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

















