logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლავრენტი მაღლაკელიძე: უზენაეს სასამართლოს გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში  დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა
ლავრენტი მაღლაკელიძე: უზენაეს სასამართლოს გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა
15:33 07.05.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლავრენტი მაღლაკელიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სანდრო გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში დამატებით გამოძიებისთვის დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა.

ამის შესახებ მან თსუში, მრგვალი მაგიდის – ,,სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები" ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მაღლაკელიძის თქმით, საქმის განხილვის დროს რა ნორმებიც მოქმედებს, იმ ნორმებით ხელმძღვანელობს სასამართლო.

ლავრენტი მაღლაკელიძემ განმარტა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა კანონში ყოფილი ხელისუფლების დროს , რათა, მისი თქმით, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს მსუბუქი სასჯელი მიეღოთ.

"2006 წელს,  ფაქტობრივად, ყველა საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა ისეთი არნახული ცვლილებები, რომლებიც თითქოს და არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული, მაგრამ, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა,  ეს სწორედ გირგვლიანის საქმეს უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი შესწორება განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რა დროსაც მთელი თავი იქნა ამოღებული საპროცესო კოდექსიდან - ეს არის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საკითხი, ეს თავი დამატებით გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმის დაბრუნების საშუალებას იძლეოდა. შესაბამისი მუხლი ამოღებული იქნა 2006 წლის აპრილში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა იმავე წლის იანვარში... ფაქტობრივად პირველმა ინსტანციამ საქმის განხილვა დაასრულა ცხრა დღეში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში წავიდა საქმე , დაზარალებულ მხარეს არ ჰქონდა საჩივარი წარდგენილი, მხოლოდ პროკურორს...ამის შემდეგ საქმე გადაეცა საკასაციო სასამართლოს ვინაიდან ზემოთ ნახსენები კანონი უკვე მიღებული იყო საკასაციო პალატამ,იხელმძღვანელა იმ სამართლებრივი ნორმებით რაც მაშინ არსებობდა და მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. უზენაეს სასამართლოს გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში დამატებით გამოძიებისთვის დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა", - განაცხადა მაღლაკელიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა