logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლავრენტი მაღლაკელიძე "გირგვლიანის საქმეზე":  მოსამართლე ლევან მურისიძეს სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ბერკეტები არ ჰქონდა
ლავრენტი მაღლაკელიძე "გირგვლიანის საქმეზე": მოსამართლე ლევან მურისიძეს სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ბერკეტები არ ჰქონდა
14:37 07.05.2019
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლავრენტი მაღლაკელიძის თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს და კონკრეტულად მოსამართლე ლევან მურისიძეს სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ბერკეტები არ ჰქონდა.

როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს თსუში, მრგვალი მაგიდის – ,,სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები" დასრულების შემდეგ განუცხადა, საკასაციო სასამართლო შეზღუდული იყო წარდგენილი ბრალდებით და მას ბრალდებულების მიმართ სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდა.

"ჩვენ გვქონდა განხილვა კონკრეტულად აღნიშნულ ქეისთან "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" დაკავშირებით. ფაქტობრივად, როგორც ჩემი,  ისე - ჩემი კოლეგების მიერ დეტალურად გამოითქვა მოსაზრებები. ის გარემოება, თუ რა შეეძლო კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ ლევან მურუსიძეს, შეეძლო თუ არა მას რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება მე ეს დავასაბუთე სამართლებრივად და ცალსახაა ის, რომ მას იმ დროს იმ ვითარებაში, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რაც მან მიიღო,  სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. რადგან არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად სასამართლო შეზღუდული იყო იმ ბრალდების ფორმულირებით და იმ ბრალდების ფარგლებით, რაც პიროვნებებს ჰქონდათ წარდგენილი. ამიტომ, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო კონკრეტულ მოსამართლეს, მე მოვისმენდი ამაზე განსხვავებულ პოზიციას, მაგრამ, სამწუხაროდ,  დღეს ეს განსხვავებული პოზიცია ვერ მოვისმინე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, სამართლებრივად სწორი იყო", - განაცხადა ლავრენტი მაღლაკელიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა