logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
11:30 03.05.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები - ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.ბ.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. აღიარებენ რა „ქურდულ სამყაროს“, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში და თავისი ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ. 2018 წლის მაისში აღნიშნული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ქ.ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, რის სანაცვლოდაც მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო ან მათთვის სისტემატურად გარკვეული თანხა გადაეხადა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ.-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხ.ს.-ს, მ.ბ.-ს და თ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, ხოლო ა.ბ.-ს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა