ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან დასკვნის გაცემის ვადა ამოწურულია.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ივანიშვილის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნებისთვის დაწესებული 40 დღიანი ვადა უკვე გასულია.
"ჩვენ მოვითხოვთ წერილობითი დასკვნის გაცემას. გუშინწინ, პრეზიდენტი ამბობდა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლია მიიღოს ყავა და პასპორტი ერთად. ჩვენ უკვე 40 დღეა გადმოსულები ვართ მანქანიდან და ველოდებით დასკვნას", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების თაობაზე, განცხადება-შუამდგომლობით 2012 წლის 5 იანვარს მიმართეს.

















