logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გევორქ სარქისიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში  ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გევორქ სარქისიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
13:15 23.04.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები - ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ. - სსკ-ის 375-ე მუხლით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გამო ს.მ.- მ და ე.მ.-მ მეგობარ რ.კ.-სთან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა.

2018 წლის 12 ივლისს, ს.მ.-მ და ე.მ.- მ, რ.კ.-სთან ერთად ნახეს გევორქ სარქისიანი. საუბრის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებისამებრ გევორქ სარქისიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ ხელთარსებული დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ს.მ. -ს და ე. მ.-ს ნათესავმა რ.დ. - მ, ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო გევორქ სარქისიანის მკვლელობა. აქტიური მოქმედებით, კერძოდ, ე.მ.-ს დამალვაში ხელის შეწყობით, გ.კ.-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მეშვეობით, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახში გადამალვით - ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.

რაც შეეხება უ.მ.-ს, რომელმაც ასევე ნამდვილად იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აქტიური მოქმედებით დამალა იგი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, რათა შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაში.

2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.

ს.მ. და რ.კ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად). საბოლოოდ თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გ.კ., რ. დ. და უ.მ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 12 ივლისის მოქმედი რედაქცია - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) და თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა