logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა
10:18 20.04.2019
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები შეისწავლა. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი - ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით.

გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა