logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
29 წარმატებული სტაჟიორი პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა
29 წარმატებული სტაჟიორი პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა
13:46 19.04.2019
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ერთწლიანი სტაჟირების პროცესის გავლის შემდეგ საუკეთესო მონაცემების მქონე 29 სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა.

ახალდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა.

გენერალურმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის დასრულება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"გპირდებით, რომ თქვენი კარიერული წინსვლა დაიგეგმება სწორად და მორგებული იქნება თქვენს პასუხისმგებლობაზე, ცოდნაზე და მიღებულ გამოცდილებაზე. გისურვებთ წარმატებებს იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც სასამართლო დარბაზში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ.

ახალდანიშნულ პროკურორებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სტაჟირების გავლის კომისიის წევრები.

2018-2019 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 60-მა პირმა გაიარა.

ისინი 2017 წელს ჩატარებული 3-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მონაწილეებმა, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს. ერთწლიანი სტაჟირების ფარგლებში კი თითოეული სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდა.

წარმატებული კანდიდატები საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და გამოცდები.

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 600-ზე მეტმა პირმა გაიარა.

დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა