logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და აღრიცხვა გააუმჯობესა
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და აღრიცხვა გააუმჯობესა
12:40 19.04.2019
დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ მონაცემთა შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნით, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.

ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნა. ასევე, სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

"როგორც მოგეხსენებათ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ გასული წლის განმავლობაშიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენ სწორედ ევროსაბჭოს დახმარებით გადავდგით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს არა მხოლოდ ამ ღონისძიებისთვის, არამედ იმ დახმარებისთვის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გვიწევდა. არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გასულ წელს მივიღეთ, ძალიან მოკლედ მინდა უბრალოდ სტატისტიკის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში სწორი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას გავუსვა ხაზი. ამ დანაშაულთან მიმართებით იყო გარკვეული მონაცემები, რომლის აღრიცხვას და სტატისტიკური მონაცემების წარმოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ვერ ახორციელებდა.

მას შემდეგ, რაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და გავაუმჯობესეთ მისი აღრიცხვა. მათ შორის, დღეს, უკვე შესაძლებელია საკმაოდ ბევრი პარამეტრით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით გაწია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ასევე, იმ სასწავლო ვიზიტებისთვის, რომელიც ამ მიმართულებით უკვე განვახორციელეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ, რომ უახლოეს მომავალში იყოს კიდევ უფრო დეტალური და დახვეწილი სტატისტიკური მონაცემები. რაც მთავარია, ერთიან მეთოდოლოგიაზე შევთანხმდეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო და ყველა ის უწყება, რომელიც ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, იმიტომ, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მხოლოდ ერთიანი მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და ევროპის საბჭოს პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტი ხელს უწყობს რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას, ასევე, ქვეყანაში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა