logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
11:27 13.04.2019
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია დამატებით 2 პირისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

პროკურატურის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ სამივე ბრალდებულმა წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 22 დეკემბრის განცხადების მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე, ე.მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით).
ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. მათ, მეგობარ რ.კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ.კ.-მ, ე.მ.-მ და ს.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე.მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის რეპუტაციის შელახვას ემსახურება ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მკვლელობის საქმეში მხოლოდ ერთი ბრალდებულის არსებობის შესახებ.

2018 წლის 22 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია - http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1927
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა