logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო “კანონიერი ქურდობის“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო “კანონიერი ქურდობის“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
18:13 12.04.2019
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო "კანონიერი ქურდობის" და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისათვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "კანონიერი ქურდი" მ.ლ. "ქურდული შეკრებით", დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის ქალაქ ბათუმში, მართავდა ქურდული სამყაროს წევრების ერთობას, რომლის მხარდაჭერას 2018 წლის აპრილ-ივნისში ახორციელებდნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა.

სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა. 2018 წლის 18 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 2232 მუხლით (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა) წარედგინა.

ვინაიდან მ.ლ. მიმალვაში იმყოფება, მას ბრალდება დაუსწრებლად 2231 მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა") და 2232 მუხლით ("ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა) წარედგინა.

ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მ.ლ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი.გ-ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, შ.კ-ს და ზ.ა-ს 2-2 წლით, ხოლო მ.ლ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ ბრალდების მხარე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენის გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა