გორთან ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.
სატვირთო ავტომობილს თურქული ნომრები აქვს.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

















