დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი twitter-ის საკუთარ გვერდზე,
ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„ხშირად მიწევს საუბარი ბრიტანელების მიმართ ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა, დღეს ის მნიშვნელოვან დღეა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის“, - წერს ჯერემი ჰანტი.
ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს 10 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადასცეს.
შეპარდმა საქართველოდან ექსტრადირებაზე თანხმობა 26 მარტს განაცხადა. ის ბრიტანულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.

















