logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანიშვილი: მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეობისგან"
ივანიშვილი: მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეობისგან"
10:01 10.04.2019
„ქართულიო ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მმართველი პარტიიდან რამდენიმე წევრის წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ გუნდიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. მისი თქმით, გუნდში მოსამართლეთა კანიდატების თავისუფალ კენჭისყრაზეც იმსჯელეს.

„მათ არ ჰქონდათ გუნდიდან წასვლის მიზეზი, რამეთუ თავში სიის განხილვაზე იყო, სიამ გადაიწია. შემდგომ, კამათი წავიდა კრიტერიუმებზე. კრიტერიუმებზე დიდი პოლემიკა იყო გუნდში, რამდენიმე ვარიანტი იყო. ყოველთვის ყველა ვაცხადებდით ამას და ვთანხდებოდით, რომ კონსტიტუციის საწინაღმდეგო არაფერი არ უნდა შემოვიღოთ, როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი. ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ კონსტიტუციასთან, რომელსაც წელიწადნახევრის წინ თვითონვე მისცეს ხმა, რაც გაუგებრობას იწვევდა.

როგორც გახსოვთ, (სიასში არსებულ) რამდენიმე გვარზე იყოს საუბარი. სიაში მურუსიძე არ იყო, მაგრამ 2-3 გვარზე იყო კამათი... სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე ვმუშაობთ, როგორ უნდა შემოვიდეს და ვინ უნდა მოვიდეს პარლამენტამდე. პარლამენტში არავითარი ვიწრო ადგილი აღარ დავტოვეთ, როდესაც შევთანხმდით, რომ თითოეულ გვარზე, სანამ პარლამენტში გავა, შეგვიძლია უმრავლესობა შევიკრიბოთ. თუ ვინეს ექნება არგუმენტი გვარზე, რომ ეს არის ოდიოზური, ან მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იქვე ვუყრიდით კენჭს და ამ კენჭისყრას აღარ შეცვლიდნენ ისინი საპარლამენტო სესიაზე. ამითაც დავაზღვიეთ. პრაქტიკულად, იქ კითხვები აღარ არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ წყნარდებოდნენ, უფრო სწორედ არ წყნარდებოდნენ ჩემი აზრით. მათ გუნდიდან გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. უნდოდათ ეს მიზეზად გამოეყენებინათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეობისგან“.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოსამართლეების გვარები მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საჯარო სივრცეში მათი ლანძღვა დაიწყო.

„როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და „ქართული ოცნების“ წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა