logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კვლევა: მოსახლეობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში უსამართლო გადაწყვეტილები მიიღეს
კვლევა: მოსახლეობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში უსამართლო გადაწყვეტილები მიიღეს
12:31 05.04.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 5 აპრილს სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო უნდა დატოვონ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს ნდობა დაბალია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების შესაცვლელად კი გამოსავალს უმეტესობა სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.

ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებლი აქვს.

საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა