თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტიდან 14 ლეპტოპია მოპარული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

















