პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ევროსაბჭოს ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე. პირველ ხუთეულშია ლიეტუვა და მოლდოვა.
ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2018 წლის მონაცემებით, 9 407 პატიმარია, მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ 100 000 მოსახლეზე უკვე საშუალოდ 102.5 პატიმარი მოდის.
ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, რომ ევროპაში პატიმრების რაოდენობის შემცირების ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო.

















