logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველი შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს
სახალხო დამცველი შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს
12:50 02.04.2019
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში დადებითად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორების განვითარება და იქ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სამინისტროს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შედეგად, დღეს ქვეყანაში სამედიცინო პუნქტის მქონე გაცილებით მეტი დროებითი მოთავსების იზოლატორი ფუნქციონირებს, ვიდრე 2017 წელს ფუნქციონირებდა. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესსაც, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იზოლატორში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, თავად გააგზავნოს შეტყობინება საქართველოს პროკურატურაში იზოლატორში შესახლებული პირის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია მომართვიანობა პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება 2018 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. ასევე, დადებითად ფასდება სამინისტროს მიერ 2019 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით დაგეგმილი აქტივობები, რომელთა შორის გათვალისწინებულია თბილისში ადმინისტრაციული პატიმრებისათვის განკუთვნილი დაწესებულების მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სამედიცინო პუნქტები უკვე გახსნა დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში (მცხეთის, ფოთის, საგარეჯოს, ზესტაფონის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ხაშურისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები).

სახალხო დამცველი ასევე, დადებითად აფასებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შედეგად, მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურების დანერგვას და სამინსიტროს მიერ, ცენტრში მოთავსებული პირებისთვის ბარათების დამზადებისკენ გადადგმული ნაბიჯებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ცენტრის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სასადილოში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა