შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „შინაგან საქმეთა
სამინისტროს სწავლების შესაძლებლობების განვითარების“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი 2012 წლის იანვარში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაიწყო და სახალხო დამცველის აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში პოლიციელები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, დაკითხვის ტექნიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ცოდნას იმაღლებენ.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულება სისხლის სამართლის პროცესის ელექტრონული საქმის წარმოებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე დაესწრნენ.

















