logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიისადმი მიმართვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიისადმი მიმართვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
13:09 01.04.2019
იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიისადმი მიმართვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"უპირველეს ყოვლისა, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება ვენეციის კომისიის მიმართ, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში და კვლავ აგრძელებს მის მხარდაჭერას. გვსურს, კომისიას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებული ვითარების და იმ რისკების თაობაზე, რომელსაც შეიცავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროეექტი, ასევე წარვუდგინოთ ალტერნატიული მოსაზრებები.
კანონპროექტის განხილვისას აუცილებელია მის კონსტიტუციურობასთან ერთად მხედველობაში მიღებული იქნას ასევე მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება. საქართველოში დღეს უკვე არავინ დავობს იმაზე, რომ 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ მძიმე მემკვიდრეობის სახით მიიღო სასამართლო სისტემა, რომელიც გამოირჩეოდა დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით. 2012 წლიდან სასამართლოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო იგივე ჯგუფმა (კლანმა), რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და აკონტროლებდა სასამართლო სისტემას და უზრუნველყოფდა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მის მორჩილებას.

2018 წლის დეკემბრის მოვლენებმა, ისევე როგორც მანამდე გატარებულმა საკადრო პოლიტიკამ, მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიზნად ისახავს არა მართლმსაჯულების რეალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას დამოუკიდებელი მოსამართლის მეშვეობით, არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას და კლანური ერთგულების ნიშნით სასამართლო სისტემის დაკომპლექტებას.
ბოლო წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ არაკეთილსინდისიერი ამსრულებლის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს) პირობებში, სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია კარგი საკანონდებლო ბაზითაც კი, არათუ ბუნდოვანი, საეჭვო კანონებით.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი კანდიდატების წარდგენას. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საკანონმდებლო ორგანო ცდილობს - გაუადვილოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისთვის სანდო კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და ამისათვის აძლევს მოქნილ მექანიზმებს, როგორიცაა მაგ. კონკურსში დასაშვებ კანდიდატთა რიცხვის თვითნებური შეზღუდვა, ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, ინტერესთა კონფლიქტის დაურეგულირებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასასურველი კადრის დაბლოკვა რაიმე დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე.

2019 წლის 17 მარტს ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდეთ მიიღოს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც შეფასებას მისცემს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და იმსჯელოს საკანონმდებლო მექანიზმებზე რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს მმართველობიდან კლანის ჩამოცილებისკენ. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები უნდა ამოქმედდეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადადომის და საბჭოს რეორგანიზაციის შემდეგ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია ყურადღებით მოეპყრას ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ კონტექსტს და კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან ერთად იმსჯელოს იმაზეც, თუ რამდენად პასუხობს კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს, აძლიერებს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, ინდივიდუალურ მოსამართლეს თუ კლანურ მმართველობას სასამართლოში.

მიგვაჩნია, რომ კანონი ცხადად უნდა ასახავდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, დასაბუთებულობის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია თუნდაც ნორმალურ ვითარებაში მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის ჯეროვანი ფორმირებისთვის.

ვრჩებით რა დამოუკიდებელი, სამართლიანი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების იდეის ერთგულნი, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე საკანონდებლო პროცესს და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მიმდინარე კონსულტაციებში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა