logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გახარია: შსს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში ნატოსთან თანამშრომლობას აღრმავებს
გახარია: შსს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში ნატოსთან თანამშრომლობას აღრმავებს
10:32 01.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალურ პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმიჯნება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები, რაც მკაფიოდ გამოყოფს მათი პასუხისმგებლობის საკითხებს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, სანაპირო დაცვის მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

“კრიმინალური პოლიციის რეფორმა უკვე მიმდინარე პროცესია, რეფორმის ძირითადი შინაარსი გახლავთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში გაჩნდეს სპეციალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალურ პოლიციაში უნდა გვქონდეს საუბნო მიმართულება, ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულება. საუბნო მიმართულების ნაწილში ჩვენ მივიღეთ ახალი თანამშრომლები და თბილისში, უკვე საპილოტე რეჟიმში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, მართლწესრიგის ოფიცრები გავუშვით და წლის ბოლომდე მთლიანად დავამთავრებთ თბილისს - ეს არის საუბნო მიმართულება. საგამოძიებო ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავზომეთ 1400 შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ცოდნის დონე, მათთვის შევადგინეთ ახალი საბაზისო კურსები და დავიწყეთ სრული გადამზადება.

გარდა ამისა, ეს რა თქმა უნდა, ხორავას საქმის კონტექსტითაც იყო გამოწვეული - ჩვენ პროკურატურასთან იუსტიციის სამინისტროსთან, პარლამენტთან და ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, უკვე კონცეფციის დონეზე მოვამზადეთ გამოძიების ნაწილში კომპეტენციის გამიჯვნის მიდგომა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ იყოს აბსოლუტურად მკაფიოდ გამოყოფილი პასუხისმგებლობის ზონები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, ასევე საზედამხედველო ფუნქციები პროკურატურის, და ასევე, კიდევ ბევრი რამ, მაგალითად: ტექნიკურ ნაწილში სამხრე კამერები, კამერების ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის და ქალაქის მასშტაბით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილება, რომელსაც სულ ახლო მომავალში ექნება აბსოლუტურად ახალი შენობა და ახალი დნმ ლაბორატორია. რეალურად ეს ყველაფერი არის მიმდინარე პროცესი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის ძირითადი "ჰაბი", სადაც უნდა მოხდეს თვითონ სისტემური ცვლილებების დამადასტურებელი პროცესები. სადაც თითოეული პოლიციელი გაივლის ან გადამზადებას, ან ახალი პოლიციელი, რომელიც შემოვა სისტემაში ექნება აკადემია გავლილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთეთ ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. რა თქმა უნდა, აქვე გავაკეთეთ და ვთქვით, რომ გამოძიების ნაწილში, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გვყავდეს იურისტები უმაღლესი განათლებით და კიდევ ბევრი რამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ საზღვრის დაცვა, სანაპირო დაცვა, ოკუპირებული ტერიტორიები, საგანგებო სამსახური, სტრატეგიული ობიექტების დაცვა, 112, მომსახურების სააგენტო. განსაკუთრებით საზღვრის ნაწილში, მინდა გამოვყო ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი, სადაც ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სანაპირო დაცვის ნაწილში, ჩვენ ვიწყებთ რეფორმების ახალ ტალღას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს, სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია და შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და აქ ძირითად როლს იძენს სწორედ სანაპირო დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიმართულება გაუჩნდა - ეს გახლავთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა